ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, დიტო სამხარაძე გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს.
სამხარაძე ბოდიშს უხდის, საზოგადოებას, რომელსაც მისი „გინების მოსმენა“ მოუწია.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიტო სამხარაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დიტო სამხარაძემ "ქართული ოცნების' ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press