Foto

სასამართლომ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრაში ბრალდებულებულები 5000 ლარით დააჯარიმა

5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდში ბრალდებულებულები 5000 ლარით დააჯარიმეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილიას“ თანადამფუძნებელი მარიამ კვარაცხელია ავრცელებს.

მისივე თქმით, სასამართლომ მათ ქმედებაში დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა. სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53-ე  პრიმა მუხლი , რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს.

"5 ივლისს “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ეპიზოდის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში. დასკვნით სიტყვებს ამბობენ მხარეები. ვნახოთ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს თუ არა დღესვე.
ხვალ 5 ივლისია…

Update: 5000-5000 ლარიანი ჯარიმები. დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით, ჯგუფურად და ძალადობის მუქარით. 
სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53 პრიმა, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს,"- წერს მარიამ კვარაცხელია.