ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი, - ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.
მისი თქმით, აქციის მონაწილეების "ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას" არავინ აპირებს.
"გამიჭირდება შეფასება. ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი ლიბერასტების პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მით უმეტეს, მათ დაკმაყოფილებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და ხალხის სამსახურს",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობდა. პროტესტი ახალ ეტაპზე გადავიდა - აქციის მონაწილეების ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ღამე გაათენეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press