Foto

ჯონსონი - თუ პუტინს უკრაინაში არ შევაჩერებთ, რევანშისთვის ახალ სამიზნეებს იპოვის

უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ,- აცხადებს ბრიტაბეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

მისივე თქმით, თუ პუტინი  უკრაინაში არ დამარცხდა , ის იპოვის ახალ სამიზნეებს თავისი რევანშისტური თავდასხმებისთვის. 

„ყველა ჩვენგანს გვესმის, რომ თუ პუტინი არ გააჩერეს უკრაინაში, ის იპოვის ახალ სამიზნეებს თავისი რევანშისტური თავდასხმებისთვის და ჩვენ არ ვიცავთ რაიმე აბსტრაქტულ იდეალს, არამედ მშვიდობიანი სამყაროს პირველ პრინციპს, რომელიც არის ის, რომ დიდ და ძლიერ ქვეყნებს არ უნდა მიეცით უფლება დაშალონ თავიანთი მეზობლები და თუ ეს ოდესმე დაშვებული იქნებოდა, მაშინ არც ერთი ერი არსად არ იქნებოდა უსაფრთხოდ. ”- აცხადებს ჯონსონი.

რამდენიმე საერთაშორისო სამიტზე დასწრების შესახებ საუბრისას  პრემიერ-მინისტრმა განმარტა: „ჩვენი უშუალო პრიორიტეტია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ მამაც ბრძოლაში“.ჯონსონი ასევე მიესალმა შვედეთს და ფინეთს, როგორც ნატო-ს ახალ მოკავშირეებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი  "თავდაცვითი" ორგანიზაციაა.