უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა. - განაცხადა ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ.
მათივე თქმით,რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების პარტიული ქონება სახელმწიფოს საკუთრება გახდა.
"გაცნობებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნები: აკრძალულია უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა; პარტიის, მისი რეგიონული, საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების ქონება და სხვა აქტივები, გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press