Foto

უკრაინის გენერალური პროკურორი - უკრაინამ 33 მლრდ გრივნის რუსული აქტივები გაყინა

უკრაინამ 33 მლრდ გრივნის რუსული აქტივები გაყინა. - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ.

მისივე თქმით, დაყადაღებულია რუსი ოლიგარქის მიხაილო ფრიდმანის ფასიანი ქაღალდების სახით 469 მლნი უკრაინული გრივნა.

" ასევე დაყადაღებულია შპს "VSMPO Titan of Ukraine", რომელიც არის რუსული კორპორაციის VSMPO-Avisma-ს  შვილობილი კომპანია";
რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას შპს "Mykolaiv Alumina Plant;
რუსი ბიზნესმენის ანდრიი მოლჩანოვის შპს „აეროკი“;
რუსი ბიზნესმენების სერხი ყაბარგინის და ლუდმილა სოლოვიოვას სს "Kirovogradske rudoupravlinnia". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.