Foto

ცერცვაძე - Covid-ის შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის

Covid-ის შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის. - განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით,  უნდა ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში.

"წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის, დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაციის შენარჩუნება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში კოვიდის შემთხვევება საგრძნობლად იმატა.