„ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა.
მისი თქმით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს.
„მინდა, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას გამგეობების მუშაობის თვალსაზრისით. გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, სამუშაოები 99-100 პროცენტით სრულდება, რაც ძალიან კარგია. რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება სჭირდება, გზების ნაწილში აქვს ჩამორჩენა, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ღირსეულად, მაღალი კვალიფიკაციით. ეს ყველაფერი გამგეობების თითოეულ თანამშრომელზეც არის დამოკიდებული. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს გამგეობას, არსებობს მუნიციპალური საქალაქო სამსახურები, დაგეხმარებით პრობლემის აღმოფხვრაში. ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ვარ ყველას მერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press