Foto

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 13 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, არის მსხვერპლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია იტყობინება.

მათი ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს : სლავიანსკი, ტორეცკი, ბახუტი, კურახოვე, კრასნოჰორივკა, ავდიევკა, სოფელი მალოტარანივკა, პერვომაისკე, ორლივკა, სემენივკა, კარლივკა, ანტონივკა და სევერნი.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობას 23 დარტყმა მიაყენეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. განადგურდა და დაზიანდა 44 სამოქალაქო ობიექტი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, რუსეთის ჯარებმა ისროლეს საარტილერიო, S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემები, Grad, Uragan და Smerch მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები.

დანგრეულია 29 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის სამი საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, ბაზარი, ქარხნები და მაღაზიები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს, დონეცკის რეგიონში რუსმა დამპყრობლებმა 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო 21 კი დაშავდა.