შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად ალასკა. - განაცხადარუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
მისივე თქმით, წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა.
"წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს ჯობია ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, ჯობია კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press