დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა და უთხრა ბრიტანელ საზოგადოებას, "რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება“.
ჯონსონმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას, მანამ სანამ არ აირჩევა მისი მემკვიდრე. ასე ხდება ნორმალურ პირობებში: პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, რჩება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ არ აირჩევა ახალი პარტიის ლიდერი.
ერთ ალტერნატივად ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი განიხილება. თუმცა ჯერ ამის პრეცედენტი არ ყოფილა - მაგრამ, ასევე არ არის პრეცედენტი იმისა, რომ 50-ზე მეტი მთავრობის წარმომადგენელი გადადგეს ორ დღეში, რათა აიძულონ პრემიერი, დატოვოს თანამდებობა.
აქვე ჩნდება მთავარი კითხვა - იწვევს თუ არა ბორის ჯონსონის გადადგომა საყოველთაო არჩევნებს ?
ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - არა. ის იწყებს კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევის პროცესს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრების არჩევა პირდაპირი წესით არ ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯონსონი არის პრემიერ-მინისტრი, რადგან ის არის თემთა პალატის ყველაზე დიდი პარტიის ხელმძღვანელი და მისი გადადგომის შემდეგაც, კონსერვატორები კვლავ იქნებიან ყველაზე დიდი პარტია ქვეყანაში.
აქვე ჩნდება მეორე საკვანძო კითხვა აღნიშნული პასუხის შემდეგ - როგორ ირჩევენ კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს ?
ლიდერობის კანდიდატებს მინიმუმ რვა დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუ ორზე მეტი კანდიდატია, კონსერვატიული პარტიის დეპუტატები აწყობენ კენჭისყრის შემდეგ რაუნდს, რათა ლიდერობის კანდიდატების რაოდენობა ორამდე შემცირდეს. შემდეგ კონსერვატიული პარტიის წევრები ქვეყნის მასშტაბით კენჭს უყრიან ორ ფინალისტს. გამარჯვებული ხდება როგორც პარტიის ლიდერი, ასევე პრემიერ-მინისტრი.
ბორის ჯონსონი გადადგომის შესახებ განაცხადს დედოფალს პირადად წარუდგენს. სასახლე ოფიციალურად გამოაცხადებს, რომ დედოფალ ელიზაბეტმა მიიღო აღნიშნული მოთხოვნა და იტყვის, ვინ იქნება მიწვეული პრემიერ-მინისტრად. ამის შემდეგ, ეს ადამიანი წავა დედოფალთან შესახვედრად, რათა მოწვევა მიიღოს.
და ბოლო კითხვა, რომელიც ამ თემის გარშემო შეიძლება გაჩნდეს არის - უნდა დანიშნოს თუ არა ახალმა პრემიერმა საყოველთაო არჩევნები?
ამ კითხვაზეც წინა კითხვების მსგავსად პასუხია - არა. გაერთიანებულ სამეფოში არ არის დაგეგმილი მორიგი საყოველთაო არჩევნები 2024 წლის დეკემბრამდე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press