ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. - განაცხადა თელასმა.
მათივე თქმით, თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას და დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდება.
"საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, დავით ბაქრაძის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, სპირიდონ კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ვანის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაიშაურის, კიკეთის, აბულის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯორის, სოფელი დიდების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ილორის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ელექტროენერგი სხვადასხვა რიინებს შეუწყდებათ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press