Foto

თელასი - ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. - განაცხადა თელასმა.

მათივე თქმით, თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას და დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდება.

"საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების,  ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, რაფიელ აგლაძის, დავით ბაქრაძის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, სპირიდონ კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ვანის, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაიშაურის, კიკეთის, აბულის,  ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ) და შანდორ პეტეფის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, დაბა კოჯორის, სოფელი დიდების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ფონიჭალის დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის, ვაგზლის და მცხეთელის ქუჩების  მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ილორის, გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის,  წყალსადენის, მონასტრის, ტაძრის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ელექტროენერგი სხვადასხვა რიინებს შეუწყდებათ.