Foto

პუტინი ომზე - ჩვენ ჯერ სერიოზულად არაფერი დაგვიწყია და არც სერიოზულ ქმედებებზე გადავსულვართ

ჩვენ ჯერ სერიოზულად არაფერი დაგვიწყია. - განაცხადა პუტინმა უკრაინის ომზე.

მისივე თქმით, ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება.

"დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. რას იტყვით, სცადონ, არაერთხელ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ამით მიდის... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად. ამავდროულად, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვამბობთ უარს. მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“. - განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.