იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე თავს დაესხნენ და ორჯერ ესროლეს.
მედიის ცნობით, აბე ზურგის არეში დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. აბე სიტყვით გამოდიოდა ქალაქ ნარაში, როდესაც თავდასხმა მოხდა - თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს მამაკაცი, ცეცხლსასროლი იარაღით.
."ყოფილ პრემიერ-მინისტრ აბეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე ნარაში ესროლეს. ერთი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ იყო მსროლელი, დააკავეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის აბეს მდგომარეობა ამჟამად უცნობია." ამის შესახებ ჟურნალისტებს კაბინეტის მთავარმა მდივანმა ჰიროკაზუ მაცუნომ განუცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ, იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრია.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press