რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესია არ არის მხოლოდ ომი, რომელიც ეხება ევროპას. ეს არის უდიდესი სიმძიმის საერთაშორისო კონფლიქტი, რომლის წინაშეც ვერავინ იქნება ნეიტრალური,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოსეფ ბორელმა განაცხადა.
G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების გახსნის შეხვედრაზე ბორელმა თქვა, რომ მრავალმხრივი ურთიერთობების სისტემა უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
„დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს განსაკუთრებით სერიოზულ კონტექსტში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული საშინელი ომის შემდეგ. ეს აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“, - განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკურ აღდგენას.
„ვერავინ შეძლებს უსაფრთხოდ იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ძალის უკანონო გამოყენება „ნორმალიზებულია”. მე მოვუწოდებ ყველას, დაეხმარონ ომის დასრულებას, აღადგინონ უკრაინის სუვერენიტეტი და უზრუნველყონ გლობალური შედეგების შეკავება", - დასძინა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ასევე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთს გამოიყენოს G20, როგორც საკუთარი პროპაგანდისტული პლატფორმა და უარყო კრემლის ნებისმიერი მცდელობა საზოგადოების დეზინფორმაციისთვის.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press