Foto

იაპონიის ყოფილი პრემიერი, რომელსაც თავს დაესხნენ, გარდაიცვალა

მედიის ცნობით,  იაპონიის ყოფილი პრემიერი აბე შინძო თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. 

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება, რომ 67 წლის აბეს, რომელიც ყველაზე დიდ ხანს იკავებდა იაპონიის პრემიერის პოსტს, წინასაარჩევნო გამოსვლის დროს ესროლეს.თავდასხმაში ეჭვმიტანილი 40 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

 სროლის შედეგად,იაპონიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჭრილობები კისრის მარჯვენა მხარეს და მარცხენა ლავიწზე მიიღო.