აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. - განაცხადა ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
მისივე თქმით,ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ სახელმწიფოს ინტერესებთან.
"აქ პრინციპული პოზიცია არსებობს, არის შეფარდებული სასჯელი და ეს სასჯელი უნდა იყოს ბოლომდე მოხდილი კანონის შესაბამისად. ეს არის ძალიან პრინციპული პოზიცია და მათ შორის ეს დაკავშირებულია პირდაპირ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესებთან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არსებობს ასეთი ცნება სისხლის სამართალში "საზოგადოებრივად საშიში", ამ ადამიანთან პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტული რისკები, მათ შორის, პოლარიზაციის გაღრმავების, გაორმაგების, ასეთ დროს ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას რა თქმა უნდა". - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ოჯახისა და ექიმების თქმით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press