არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს. - განაცხადა მეუფე იაკობმა ანტიევროპული ქადაგების დროს.
მისივე თქმით,თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად საქართველოსთან დალაპარაკება.
"უკრაინას მთელი ევროპა დაუდგა, მადლობა ღმერთს, მოლდოვას რუმინეთი დაუდგა და ჩვენ რუსეთთან ასე შეგვაგდეს. ხედავთ, ლამის რევოლუცია წავიდა, უბრალოდ ხალხმა ნახა, რომ შეხედა, რომ სკამისთვის ბრძოლა იყო და ევროპას არავინ ართმევს. თვითონ ევროპამ უნდა მოინდომოს წესიერად დალაპარაკება. ჯერ ჩვენც უნდა ვისწავლოთ მათთან წესიერად დალაპარაკება, არ შეიძლება თავი დავუხაროთ და ისე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა გვჭირდება, კანონი გვჭირდება? მივიღოთ კანონი, მაგრამ კანონს ვერ მიიღებ თუ ურთიერთგაგება არ გქონდა და ერთმანეთთან წესიერი ურთიერთობა არ გვქონდა. არავისი შესახვეწი არაფერი არ გვჭირს, დღევანდლამდე მოაღწია ჩვენმა ერმა. კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან საბას დროსაც რა გვიყო და მერე რას გვიშვებოდა, დღესაც რა გვიყო, მაგრამ ღმერთი არ გაგვწირავს, ყველამ რომ გაგვწიროს ღმერთი არ გაგვწირავს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press