სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში მდებარე ბარში, სროლის შედეგად, მინიმუმ 15 ადამიანი მოკლეს.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ორლანდო ისტ ტავერნაში შევიდნენ და ახალგაზრდების ჯგუფს თავს დაესხნენ, შემდეგ კი, თეთრი მიკროავტობუსით მიიმალნენ.
დაღუპულები, სავარაუდოდ, 19-დან 35 წლამდე პირები არიან. რამდენიმე ადამიანი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიცია ეჭვმიტანილებს ეძებს, რომელთა ვინაობაც უცნობია.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში სროლები იშვიათი არაა. ისინი ხშირად დაკავშირებულია ბანდებთან ან ალკოჰოლთან.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press