დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება?,- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე TV პირველის ეთერში.
მისივე თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარი საუბრობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს.
"ყაველაშვილი, ხუნდაძე, სუბარის სამეული რომ გავიდა „ქართული ოცნებიდან“, ცხადია ვის ატყუებენ, ჩვეულებრივად ლაპარაკობენ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს. ისინი ამერიკას პირდაპირ, ღია ტექსტით ლანძღავენ და ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ჩვენი მტერი და გინდათ, რომ საქართველო ომში ჩაერთოსო. და აი, დავუშვათ ჩაერთო საქართველო ომში, რას გააკეთებს ქართული ჯარი? რა დღეშია ქართული ჯარი, ვის რაში სჭირდება? მკვდარი მკვდარს აეკიდაო რომ იტყვიან. რა უნდა გააკეთოს მოღალატეების ხელში დაძაბუნებულმა ქართულმა ჯარმა? ცხინვალისა და სოხუმის ბაზა რაც არის დარჩენილი, ის ეყოფა ამას,"- აცხადებს ბარამიძე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press