უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას, რომელიც აღჭურვილია დასავლური იარაღით, რათა დაიბრუნოს სამხრეთი ტერიტორია რუსეთისგან, განუცხადა The Times-ს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ოლეკსი რეზნიკოვმა
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიას უბრძანა დაებრუნებინათ ოკუპირებული სანაპირო ტერიტორიები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმების შედგენა დაავალა. შემდეგ გენერალური შტაბი აკეთებს საშინაო დავალებას და ამბობს, თუ რა გვჭირდება ამ მიზნის მისაღწევად, ეს ჩემი სამუშაოა. მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების, განსაკუთრებით ხერსონისა და ზაპორიჟჟიის მოსახლეობას, რაც შეიძლება სწრაფად მოეხდინათ ევაკუაცია ყველა არსებული საშუალებით.
მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლონ ეს ტერიტორიები მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნის გარეშე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press