ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ნახსენები "დეოლიგარქიზაცია" საქართველოს ყოფილ-პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეხება.
როგორც გრეგოროვამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, უნდა შეიქმნას სისტემა, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ.
"ეს [დეოლიგარქიზაციისკენ მოწოდება] ორგვარად შეგვიძლია გავიგოთ. ევროპარლამენტისგან ეს გასაკვირი არაა, რადგან ჩვენ უკვე ვახსენეთ ივანიშვილი ერთ-ერთ რეზოლუციაში. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის ოლიგარქი და ეს მას ეხება, თუმცა ჩვენ როგორც ევროკავშირი, კომისია, საბჭო და პარლამენტი ვგულისხმობთ დეოლიგარქიზაციაში სისტემის შექმნას, რომლის შელახვასაც კონკრეტული პირები ვერ შეძლებენ და საკუთარი სარგებლობისთვის ვერ გამოიყენებენ. საბოლოო ჯამში, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ეს ივანიშვილი იქნება თუ ვინმე სხვა, რადგან თუ სისტემა სათანადოდ იქნება შემუშავებული, ისინი ვერ შეძლებენ მის შელახვას და სწორედ ესაა საკვანძო ნაწილი",- ამბობს ევროპარლამენტარი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press