დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის აქტიური მხარდაჭერა. - განაცხადა ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ.
მისივე თქმით, ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ისინი იმედოვნებდნენ ან ელოდნენ.
"ეს ომი შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ჩვენ ვიმედოვნებდით ან ველოდით. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ და მოვლენების განვითარებას პასიურად ვადევნოთ თვალი. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიურად უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა, ხშირად და ღიად ჩვენი მხარდაჭერის დაფიქსირებით, პუტინის რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებითა და ომრხრივად და მრავალმხრივად უკრაინასთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press