რუს ოლიგარქებს და უკრაინაში ომის გამო სანქცირებულ პირებს ჯამში 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება დაუყადაღა. - განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისრის, დიდიერ რეინდსერსმა.
მისივე თქმით, ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის.
"ამ მომენტისთვის, ჩვენ გაყინული გვაქვს ოლიგარქებისა და სხვა ორგანიზაციების, 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების ქონება. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, დიდი ნაწილი, 12 მილიარდ ევროზე მეტი 5 წევრ ქვეყანაზე მოდის, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press