რუსეთი ბულგარეთს თხევად გაზს ფოთში მდებარე შავი ზღვის პორტის გავლით მიაწვდის, რადგან ტრადიციული საექსპორტო მარშრუტები დახურულია. ამის შესახებ Reuters იუწყება.
რუსეთმა თხევადი გაზი მიწოდება 24 თებერვალს ომის დაწყებისთანავე შეაჩერა,ასევე შეაჩერა სარკინიგზო ტრანზიტი რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში უკრაინის გავლით, რამაც აიძულა ექსპორტიორები ახალი მარშრუტები ეძიათ.
" გადაზიდვები ფოთის გავლით იგეგმება სხვა ძირითად საექსპორტო მარშრუტებზე გაყიდვების შეზღუდული შესაძლებლობების გამო ", - განაცხადა ინდუსტრიის წარმომადგენელმა.
Refinitiv Eikon-ის სარკინიგზო მონაცემებით, ამ თვეში დაახლოებით 3000 ტონა თხევადი გაზი სურგუტიდან სარკინიგზო ტრანსპორტით საქართველოს ქალაქ ფოთში ჩავა, შემდეგ კი საზღვაო ბორნით ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გადაიგზავნება.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press