მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ არის კიდევ ერთი, დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენი პოლიტიკოსებისგან.,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ჰარცელმა ევროკავშირის გაფართოების პროცესთან დაკავშირებით საზოგადოების კითხვებს უპასუხა და განმარტა თუ რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ განსაზღვრული 12 პუნქტის შესრულება.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში - როგორც რამოდენიმე გამოკითხვამ აჩვენა - მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ, პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის გაზომვას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები.
მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება.
მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ არის კიდევ ერთი, დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენი პოლიტიკოსებისგან.
და ბოლოს, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც, თქვენი აზრით, უკეთ ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ“,- განაცხადა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს საქართველოსა და რეგიონებში „წინ ევროპისკენ“ სახელით რამდენიმე აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები აქტიურად შეუერთდნენ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press