Foto

წყალტუბოში მამამ შვილი დაჭრა - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში მამამ შვილი დაჭრა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.