Foto

ვინიცაზე სარაკეტო თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი

ბოლო მონაცემებით, ვინიცას ცენტრზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა 17 კი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული და საოფისე ფართები

"ამ დროისთვის ცნობილია 17 დაღუპულის შესახებ, მათ შორის 2 ბავშვი. დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. მნიშვნელოვნად განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული და საოფისე ფართები", - ნათქვამია ანგარიშში.

სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევასთან დაკავშირებით, წინასწარი გამოძიება ვინიცის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით დაიწყო.

გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დაკავშირებულია განზრახ მკვლელობასთან. 

ამასთან, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე არიან პროკურორები, გამომძიებლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის ქალაქ ვინიცაში რადმენიმე აფეთხება მოხდა.

ვინიცას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ბორზოვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რეგიონის თავზე ოთხი რაკეტა ჩამოაგდეს.

მისივე ცნობით, სამი რუსული რაკეტა საოფისე ფართის შენობას მოხვდა. ამასთან დაზიანდა მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსებიც.  

უკრაინის დროი12:15 საათისთვის დაფიქსირდა 12 მსხვერპლი და 25 დაშავებული .