უკრაინის ქალაქ ვინიცაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, ათობით დაკარგულად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის 3 ბავშვია.
"სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ ნანგრევებში მუშაობას რადგან ხელისუფლება აცხადებს, რომ 39 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. შესაძლოა საჭირო გახდეს დნმ-ის ტესტები მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის, ამიტომ გამომძიებლები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა უახლოეს ნათესავებს (მშობლებსა და შვილებს) სთხოვენ დაუკავშირდნენ და ბიოლოგიური ნიმუშები წარადგინონ,"- განაცხადა ეროვნული პოლიციის უფროსმა იჰორ კლიმენკომ.
მისივე თქმით, მხოლოდ ექვსი დაღუპულის იდენტიფიცირება მოხერხდა.საავადმყოფოში გადაყვანილი 66 ადამიანიდან ხუთი კრიტიკულ მდგომარეობაშია , 34-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო.
შეეგახსენებთ, რომ 14 ივლისს შავ ზღვაში მყოფმა რუსულმა წყალქვეშა ნავმა ქალაქს კალიბრის საკრუიზო რაკეტები ესროლა, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო ტელეგრამზე.
რუსულმა მხარემ თავდასხმა მაშინვე არ დაადასტურა, მაგრამ მარგარიტა სიმონიანმა, სახელმწიფო კონტროლირებადი რუსული სატელევიზიო ქსელის RT-ის ხელმძღვანელმა, თქვა, რომ სამხედრო ჩინოვნიკების ცნობით, ვინიცაში შენობა იყო სამიზნე, რადგან მასში უკრაინელი „ნაცისტები“ ცხოვრობდნენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press