ეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება,- აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი.
მისივე თქმით, 2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს.
"ვეხმაურები ბატონი პაპუაშვილის განცხადებას, რომ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ 12 პუნქტს დეკემბრამდე შეასრულებენ და თითქოს, ოპოზიცია მათ საარჩევნო ბარიერის 5 %-დან 2 %-მდე დაწევაზე ევაჭრება.
2 %-იანი ბარიერით ვაჭრობის თემა გათვლილია არაინფორმირებულ ადამიანებზე. რეალურად, ბარიერის დაწევით დაინტერესებულნი არიან პატარა პარტიები, როგორებიცაა „მოქალაქეები“ და „გირჩი“. ისინი „ქართული ოცნების“ განშტოება-ტოტები არიან და მათი საშუალებით, „ოცნება“ ქმნის სურათს, როგორ ევაჭრება მათ ოპოზიცია. „ოცნება“ თავის თავს ევაჭრება, რასაც ქართული საზოგადოება მშვენივრად ხედავს.
რეალურად, შესასრულებელი გვაქვს 12 რეფორმა და ამ 12-დან ერთი საკითხის, საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილში, ბარიერის დაწევის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი პუნქტია. მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს, „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიას „საქართველოსთვის“ და შესაძლოა, უკვე სხვებსაც, ისედაც 5 %-ზე მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც ძალიან კარგია. ასე რომ, „ქართული ოცნება“ ევაჭრება საკუთარ განშტოებებს და მორიგ პილიტიკურ აფერისტობას სთავაზობს საზოგადოებას. ვისაც „ოცნება“ ევაჭრება, ის არ არის ოპოზიცია - მათივე შემადგენლობაა," - აცხადებს ოქრიაშვილი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press