რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
მისივე თქმით, რუსეთში ფარული მობილიზაცია დაიწყო.
"რუსეთის მკვლელ სამინისტროს ქვემეხის საკვები აკლია. რუსეთში ფარული მობილიზაცია ამოქმედდა, საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის ფულადი დახმარება კი 4000 დოლარამდე გაიზარდა. იქმნება ე.წ. მოხალისეთა ბატალიონები. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი უკრაინასთან ომში პატიმრების ბრძოლაში ჩართვა იქნება. შეიძლება დაამარცხოს თავისუფალი ხალხი მონებისა და დამნაშავეების არმიამ". - განაცხდა დანილოვმა.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press