ტელეკომპანია კავკასია მხარდაჭერისთვის მოგმართავთ წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ადმინისტრაციამ.
მათივე თქმით, უახლოესი ორი თვე ტელევისთვის უმძიმესია, რადგან მიმდინარე ვალდებულებებმა შესაძლოა ტელევიზიის გაჩერება გამოიწვიოს.
"ტელეკომპანია კავკასია მხარდაჭერისთვის მოგმართავთ წლების მანძილზე ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედია. ვცდილობდით არ ვყოფილიყავით მუდმივად გადარჩენის ზღვარზე, და გვეფიქრა განვითარებაზე, თუმცა, სამწუხაროდ დღეს არასახელისუფლო მედიას საქართველოში ისევ გადარჩენისთვის უწევს ბრძოლა. დღეს ჩვენ გვიწევს მოგმართოთ მხარდაჭერის და ფინანსური თანადგომისთვის, რომ გადავრჩეთ და განვვითარდეთ. ამ დროისთვის ტელეკომპანია უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაშია, რაც მის არსებობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე, რამაც გრძელვადიანად ჩვენი ფინანსური სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს და მოგვცეს საშუალება შევქმნათ ძლიერი საინფორმაციო არხი. თუმცა, უახლოესი ორი თვე ჩვენთვის უმძიმესია, რადგან მიმდინარე ვალდებულებებმა შესაძლოა ტელევიზიის გაჩერება გამოიწვიოს. ტელეკომპანია კავკასია მადლობას უხდის ყველას, ვისაც ჩვენი მხარდაჭერის სურვილი აქვს. ჩვენთვის თქვენი გულშემატკივრობა უმნიშვნელოვანესია. მადლობა ყოველი ლარისთვის, რომელსაც ჩვენი არხისთვის გაიღებთ თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია ანგარიშზე: საქართველოდან: თიბისი ბანკი ლარში გადარიცხვებისთვის მიმღები ბანკი – ს.ს “თიბისი ბანკი” ბანკის კოდი – TBCBGE22 მიმღების ანგარიში – GE55TB7697536070100001 მიმღების სახელი – შპს ტელეკომპანია კავკასია დანიშნულება: შემოწირულობა საზღვარგარეთიდან გადმორიცხვისთვის: თიბისი ბანკი FOR U.S. DOLLAR TRANSFER აშშ დოლარში გადარიცხვებისთვის Beneficiary’s Bank – JSC TBC Bank Bank Code – TBCBGE22 Beneficiary’s IBAN – GE02TB7697536170100001 Name of Beneficiary – shps telekompania kavkasia Intermediary Bank CITIBANK N.A. NEW-YORK, USA SWIFT: CITIUS33 ABA: 021000089 Intermediary Bank DEUTSCHE BANK TRUST COMPANY AMERICAS NEW-YORK, USA SWIFT: BKTRUS33 ABA: 021001033 Intermediary Bank JPMORGAN CHASE BANK N.A. NEW-YORK, USA SWIFT: CHASUS33 ABA: 021000021". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ტვ კავკასია“ 1994 წლიდან მაუწყებლობს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press