უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს უფროსი, ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობა ოლექსი სიმონენკოს დააკისრა.
ბაკანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლით გაათავისუფლეს.
ამ მუხლში ნათქვამია: „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა (არაჯეროვნად შესრულება), რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი ან სხვა მძიმე შედეგები ან შექმნა ასეთი შედეგების საშიშროება, არის ასეთი მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლების საფუძველი. "
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press