მოსკოვს დასავლეთის სანქციების გამო მაღალტექნოლოგიურ საქონელზე წვდომის სირთულეები აქვს. - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება.
„ისინი ცდილობენ შექმნან ბარიერები, რათა შეაფერხონ ჩვენი განვითარება. ცხადია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევაა, აშკარაა, რომ ჩვენ ვერ განვვითარდებით მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულად. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია უზარმაზარი ღობის გაყვანა რომლის მიღმაც რუსეთი დარჩება, ეს უბრალოდ შეუძლებელია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press