Foto

გონჩარენკო საკადრო ცვლილებებზე - ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა

ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა . - განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმ ოლექსეი გონჩარენკომ.

მისივე თქმით, ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ.

"ბაკანოვი თანამდებობიდან დიდი ხნის წინ უნდა გადაეყენებინათ. ის პრეზიდენტის პირადი მეგობარი, კლასელი და მეზობელია. მისი გადაყენება სამსახურის საქმიანობას წაადგება, მაგრამ უსაფრთხოების სამსახურში სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის სამხრეთ ნაწილს, სადაც უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული შეცდომები დაუშვა.რაც შეეხება ვენედიქტოვას, მისი თანამდებობიდან ჩამოშორების ფორმა ეჭვებს იწვევს. ეს პარლამენტის გარეშე მოხდა. მითუმეტეს, ვენედიქტოვა რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ვფიქრობ, ზელენსკის გუნდში გარკვეული დაპირისპირებაა. ანდრეი ერმაკი ძალიან ძლიერდება. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მისი კადრი დაინიშნა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.