Foto

ევროკავშირი ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის 27 ქვეყანა ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ  მოლაპარაკებებს იწყებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები "უბრალოდ შეთანხმდნენ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე!,- აცხადებს  ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა.

”ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირთან დაახლოებისკენ,” - დასძინა მან ევროკავშირის წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა და მისი ჩრდილოეთ მაკედონიელი კოლეგა დიმიტარ კოვაჩევსკი  ბრიუსელში მოსალოდნელი  გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაიწყენენ, თუმცა ამ პროცესის დასრულებას წლები დასჭირდება.