რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა.
" დოკუმენტში ჩამოთვლილია უარის ყველა შესაძლო მიზეზი:
სინამდვილეში საქართველოში შესვლაზე უარი მითხრეს შემდეგი მიზეზის გამო:
ვფიქრობ, საქმე ჩემს რეპორტაჟებშია, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე გადავიღე, როცა ხალხი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მიდიოდა. ერთი ქართველი ოლიგარქისთვის მიშა, ქვეყნის ნახევარ განაკვეთზე ჩრდილოვანი მმართველი, ყელის მთავარი ძვალია". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ,რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუს ოპოზიციონერ ბლოგერებს საქართველოში არ უშვებენ აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა რუს ბლოგერ ინსა ოგუზთან მიმართებაშიც.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press