რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევის ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს. - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვამ.
მათივე თქმით, უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან რუსეთი იბრძოდა ეფექტური შეტევითი საბრძოლო ძალის შესანარჩუნებლად და ეს პრობლემა, სავარაუდოდ, სულ უფრო მწვავე ხდება.
"რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ, შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება უჭირს, რუსეთის უახლოეს პოლიტიკურ მიზანს კი დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის აღება წარმოადგენს. გარდა ამისა, რუსეთმა შესაძლოა, მაინც მიაღწიოს გარკვეულ ტერიტორიულ წარმატებას, თუმცა მისი ოპერატიული ტემპი და წინსვლის სიჩქარე იქნება ძალიან ნელი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press