ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო, - „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე სექტმებრიდან ფართომასშტაბიანი აქციების აანონსებს.
მისი თქმით, ხელისუფლების პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები და რუსეთის პირისპირ დატოვონ.
„მათი პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები, მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ და მერე გვითხრან - რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს და დასავლეთმა მიგვატოვაო. ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო. ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს,“ - განაცხადა IPN-ის ცნობით, პაატა მანჯგალაძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press