საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტს "ისტორიული მომენტს" უწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
როგორც ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავარ რეკომენდაციებზე მუშაობა ხელისუფლებამ ბრიუსელში უნდა დაიწყოს.
"ეს ვიზიტი ისტორიული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩვენი მომავლისთვის. ამ დროს, მოსმენა ევროპარლამენტარების გზავბილების მოსმენა უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მონიჭებული ევროპული პერსექტივა წინ გადადგმული ნაბიჯია და უკან დახევა არ იქნება. მეორეს მხრივ, ის განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, თუკი შევასრულებთ მთავარ რეკომენდაციებს.ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი - ბრიუსელში, სადაც მე კიდევ ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ და გაარკვიონ დეტალები, როგორ უნდა შესრულდეს ამ პუნქტების ნაწილი.", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
განსახილველი საკითხები კი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იქნება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press