უკრაინისა და აშშ-ს პირველი ლედის ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთნი არიან. - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები სჭირდება, რთა უამრავი ადამიანის სიცოცხლე დაიცვან.
"ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია. ბევრი კითხვაა: უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი ლედის ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი - დამთხვევაა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტი? სინამდვილეში არც პირველია და არც მეორე - ეს არ არის წინასწარი შეთანხმების შედეგი და არ არის დამთხვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთნი არიან. პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უაღრესად წარმატებული ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში. დღეს მას ეძღვნება ყველა ამერიკული გაზეთის პირველი გვერდი, მას და ჩვენს სამართლიან ომს თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ. მართლაც, აშშ-ს დიდი ხანია ასეთი სიმპათიით არ მიუღია უცხოელი სტუმრები. ამერიკის საპრეზიდენტო წყვილთან შეხვედრა და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლა არის შეერთებული შტატების უცხო ქვეყნისადმი პატივისცემის უმაღლესი გამოხატულება. აშშ-ის ისტორიაში პირველად ხვდა პირველ ლედის ასეთი პატივი და ეს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე იყო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემის ასეთ გამოხატვას. პირველ ლედის ძლიერი გამოსვლა ჰქონდა აშშ-ის კონგრესში, სადაც მას თვალცრემლიანი უსმენდნენ. ოლენა ზელენსკა საუბრობდა არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის მეუღლე, არამედ როგორც დედა-შვილი, რომელიც საუბრობს უკრაინის შვილებისა და მშობლების სახელით. ეს იყო გამოსვლა ენით აღუწერელ ტკივილზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ რუსეთის ბარბაროსული ომის გამო. უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით და ყველა იარაღით მიწოდების აუცილებლობის შესახებ, რათა დავიცვათ სიცოცხლე და დავიცვათ ჩვენი შვილები რუსი ბარბაროსებისგან". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press