Foto

კობახიძე - ვიცი წერეთელმა ოხანაშვილს რა ჩასჩურჩულა, იქ ლაშქარავა არ უხსენებია

ვიცი წერეთელმა ოხანაშვილს რა ჩასჩურჩულა, იქ ლაშქრავა არ უხსენებია. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წერეთლის მხრიდან იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში ანრი ოხანაშვილმა გასცა პასუხი.

"ვიცი მან რა თქვა და ყურში რა ჩასჩურჩულა [ვატო წერეთელმა] ანრი ოხანაშვილს, აქედან გამომდინარე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მან თქვა ტყუილი. უბრალოდ, მეორე ტყუილი პირველისგან განსხვავებული იყო. პირველი - მან რეალურად უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც უარყოფდა თავიდან, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება კამერის ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ, მოუწია მას პირველი ტყუილის გადათქმა, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც თქვა ტყუილი, საერთოდ არ იყო იქ ნახსენები ლაშქარავას გვარი, იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში ანრი ოხანაშვილმა გასცა პასუხი". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ტვ პირველის" დირექტორის, ვატო წერეთელის განცხადებით,  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე "ქართული ოცნების" დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა, თვითმხილველების თვალწინ, სახეში გაარტყა. თავდასმხმელთა რიგებში იყვნენ დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი, ირაკლი ზარქუა და ბექა ოდიშარია.