უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინის ერთიანობის დარღვევა არ შეიძლება „ტყუილით ან დაშინებით, ყალბი ან შეთქმულების თეორიებით“. ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის შეტევას არ შეუძლია უკრაინის ხალხის გზიდან „გადახვევა“, რადგან უკრაინა "გაუძლებს" და მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ.
ზელენსკის ეს განცხადება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის ფონზე გაკეთდა, რომელიც 140 დღეს გასცდა.
"რუსეთის რაკეტები და არტილერია ვერ შეგვაშორებს ჩვენი გზიდან. უკრაინის ერთიანობა არ შეიძლება დაირღვეს სიცრუით ან დაშინებით, ყალბი ან შეთქმულების თეორიებით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, 19 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქის სოფელში კალიბრის რაკეტები გაუშვეს, თავდასხმის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი თვის ბავშვი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press