Foto

უკრაინის სარდლობა - ხერსონში რუსეთის კიდევ რამდენიმე სამხედრო ობიექტი გავანადგურეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, სარაკეტო-საარტილერო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში იერიში მიიტანეს და გაანადგურეს რუსი სამხედროების პოზიციები.

სარდლობის ცნობით, ქალაქ ხერსონის, ბერისლავის და კახოვკის რაიონებში სამეთაურო პუნქტების და საბრძოლო მასალების 6 საწყობის განადგურდა.

"განადგურდა  მოწინააღმდეგის 111 სამხედრო, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ჰაუბიცა და საავტომობილო და ჯავშანტექნიკა,"- იუწყება სამხრეთის ოპერატიული სარდლობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხერსონის ოლქზე საარტილერიო-სარაკეტო შეტევის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.