უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, სარაკეტო-საარტილერო ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქში იერიში მიიტანეს და გაანადგურეს რუსი სამხედროების პოზიციები.
სარდლობის ცნობით, ქალაქ ხერსონის, ბერისლავის და კახოვკის რაიონებში სამეთაურო პუნქტების და საბრძოლო მასალების 6 საწყობის განადგურდა.
"განადგურდა მოწინააღმდეგის 111 სამხედრო, 2 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, უპილოტო საფრენი აპარატი, ჰაუბიცა და საავტომობილო და ჯავშანტექნიკა,"- იუწყება სამხრეთის ოპერატიული სარდლობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხერსონის ოლქზე საარტილერიო-სარაკეტო შეტევის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press