ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.
მისი თქმით, დახმარება განკუთვნილია უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად.
"ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემაზე შეთანხმდნენ, შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რჩება კონცენტრირებული და მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში", - წერს ბორელი.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინის შეიარაღებისთვის დახმარების მეოთხე ტრანშის 500 მილიონი ევროს ოდენობის გამოყოფაზე, 24 მაისს კი საბოლოოდ დაამტკიცა ეს გადაწყვეტილება. ამგვარად, იმ დროისთვის, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის იარაღის ჯამური დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press