უკრაინის, რუსეთის, თურქეთის წარმომადგენლები უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, ამ პროცესს გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში დაესწრება.
დიპლომატებმა განაცხადეს, რომ გეგმის თანახმად უკრაინული მხარე გააკონტროლებს მარცვლეულის ტვირთების მოძრაობას დანაღმული პორტების წყლებში; რუსეთი ეთანხმება ზავს ტვირთების გადაზიდვისას; თურქეთი - გაეროს მხარდაჭერით - შეამოწმებს გემებს, რათა გაქარწყლოს რუსული მხარის შიში იარაღის კონტრაბანდის შესახებ.
" ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ავალდებულებს შავ ზღვაში საექსპორტო მარშრუტების უსაფრთხო ფუნქციონირებას.უკრაინის დელეგაცია მოლაპარაკებებზე მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხრეთ რეგიონების უსაფრთხოებას, უკრაინის შეიარაღებული ძალების ძლიერ პოზიციებს შავ ზღვაში და უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს,"- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.
თურქეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, გასულ კვირას სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული ზოგადი შეთანხმება გაეროს ეგიდით, ახლა წერილობით იქნება დადასტურებული მხარეების მიერ.
გაერო და თურქეთი აქტიურად მუშაობდნენ უკრაინის შავი ზღვის მარცვლეულის ექსპორტისა და რუსული მარცვლეულისა და სასუქების გადაზიდვის აღსადგენად.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press