Foto

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების„კრიტიკულ დეფიციტს“ განიცდის

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი განიცდის სახმელეთო შეტევის რაკეტების „კრიტიკულ დეფიციტს“, მიუხედავად იმისა, რომ ის მიიწევს წინ კრამატორსკისა და სივერსკის რეგიონებში.

მათივე ცნობით, დონბასში უკრაინული ძალები აგრძელებენ ვუჰლეჰირსკის ელექტროსადგურის დაცვას.

"რუსეთმა გაზარდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება მეორადი სახმელეთო შეტევის რეჟიმში, სახმელეთო თავდასხმის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო.რუსეთმა თითქმის დანამდვილებით განათავსა S-300 და S-400 სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შექმნილია თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. ამ იარაღს აქვს შედარებით პატარა ქობინი, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების განადგურებისთვის. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან ჯარებს ღია და მსუბუქ შენობებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაღწიონ გამაგრებულ სტრუქტურებში,"- ვკითხულობთ ანგარიშში.

 ანგარიშში საუბარია საფრთხეზე, რომ  ამ იარაღმა შესაძლოა დაკარგოს სამიზნეები და გამოიწვიოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, რადგან რაკეტები  არ არის ოპტიმიზირებული ამ როლისთვის და რუსულ ეკიპაჟებს ექნებათ მცირე მომზადება ასეთი მისიების სწორად შესასრულებლად.