რუსეთის მთავრობამ გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომლებიც საზღვარგარეთ „არამეგობრულ ქმედებებს ჩადიან რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების წინააღმდეგ“.
როგორც რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სიაში მოხვდნენ საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი.
ახლა ამ ქვეყნებს ექვემდებარება შეზღუდვები დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში პერსონალის დაქირავებაზე.
საბერძნეთს აქვს 34 ადამიანის ლიმიტი, რომლებთანაც დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო ოფისებს შეუძლიათ დადოს შრომითი ხელშეკრულებები, დანიას - 20 ადამიანი, სლოვაკეთი - 16. სლოვენია და ხორვატია ვერ შეძლებენ თანამშრომლების დაქირავებას დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო ოფისებში.
რუსეთის მთავრობა სხვა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ სიის გაფართოება კიდევ შეიძლება.
„[სია] არ არის საბოლოო და, უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შეიძლება გაფართოვდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისის მდგომარეობით სიაში უკვე 50-ზე მეტი სახელმწიფოა. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ჩათვლით, აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია, ნორვეგია და უკრაინა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press